LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი მუდამ უკმაყოფილო სახე? რა გასაკვირია…“ – ბენ აფლეკის ინტერვიუ

867
page

მედიაში ბენ აფლეკის მონაწილეობით გადაცემის ვიდეო გავრცელდა, სადაც მსახიობი პოპულარობაზე, ჯეი ლოზე და საკუთარ, მუდამ უკმაყოფილო გამომეტყველებაზე საუბრობს.

„არ მიყვარს გადაჭარბებული ყურადღება, რაც შეეხება ჯენიფერს, ის ისეთი პოპულარულია, ადამიანებს ის ძალიან უყვართ, მათთვის ის მნიშვნელოვანი ფიგურაა. სადაც არ უნდა ვიყოთ, მთელს ყურადღებას ვიპყრობთ, მე ადამიანები მეუბნებიან, შენი ფილმი მოგვწონსო, შემდეგ კი ჯეი ლოთი აღფრთოვანდებიან ხოლმე. ჩემი მუდამ უკმაყოფილო სახე?, რა გასაკვირია, როგორც გითხარით, მძულს ზედმეტი ყურადღება, სახეზე კამერებს მადებენ, რა გასაკვირია ჩემი გამომეტყველება? ისე კი სულაც არ ვარ უხასიათო“, – აცხადებს მსახიობი.

აღსანიშნავია, რომ გადაცემა „ბენიფერის“ განშორების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდეა ჩაწერილი.

სანამ ჯეი ლომ მეუღლის გარეშე ფრთები გაშალა, ბენ აფლეკის მრისხანება ლოს-ანჯელესს დაატყდა

ვარაუდი გამართლდა – სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ბენ აფლეკი კვლავ ალკოჰოლს მიეძალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები