28 სექტემბერს სიარას სადებიუტო ალბომის გამოსვლიდან 15 წელი შესრულდება. აღნიშნულმა ალბომმა “Goodies” სიარა სუპერვარსკვლავად აქცია.
მომღერალმა აღნიშნა, რომ ის პირველი მუსიკოსი ქალია ვინც “ქრანკ ‘ნ’ ბ” ჟანრი აითვისა. ჟანრი, რომლის განვითარებაშიც უდიდესი წვლილი ლილ ჯონს მიუძღვის.
„რაც ლილ ჯონმა გააკეთა, ეს მუსიკის ისტორიის ნაწილია, მან შექმნა ახალი ხმა და წავიდა ტრადიციული პოპ მუსიკის საწინააღმდეგო მიმართულებით. მე კი ვიყავი პირველი გოგონა, რომელმაც ეს გაიმეორა, მე ამით ვამაყობ.”