ნატო გელაშვილის შვილიშვილი ლუკა იუბილარია – გიორგი ჭოხონელიძის და ანეტა ნიკურაძის ვაჟიშვილი 2 წლის გახდა.
ანეტა ნიკურაძე შვილს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში, ემოციური სტატუსით ულოცავს და 2 წლის წინ, იმ დღეს იხსენებს, როდესაც ლუკა დაიბადა:
„შენს თვალებშია ჩვენი სამყარო, უდიდესი სიყვარული და სითბო, რომელსაც ყოველი დანახვისას ვიღებთ! მადლობა უფალს, რომ ჩვენ ამოგვირჩიე!
ჩვენი ბიჭი 2 წლის!
„ჩემი ოცნების შვილი, ჯადოსნურ თოვლიან ოცნებებთან ერთად რომ მოვიდა ჩემს სულში, გულში და გონებაში“.
2023 წლის 10 იანვარი დაუვიწყარი ემოციით სავსე დღე იყო, გარეთ საოცრად ბარდნიდა, ეს იყო ის, რაზეც ალბათ ოდესმე მიოცნებია… თოვლის ყურება რაღაც ენით ამოუხსნელ ემოციებს მანიჭებდა სულ და… ასეც მოხდა, ჩემი ოცნების ბიჭი ასეთ დროს დაიბადა!
მადლობა უფალს ამ ჯადოსნური და დაუვიწყარი დღისთვის…
გვიყვარხარ დე!“, – წერს ანეტა ნიკურაძე სოციალურ ქსელში.
ვიდეო: ნატო გელაშვილის უსაყვარლესი შვილიშვილი საჭეს მართავს – პატარა ლუკა საოცრად ყოჩაღი ბიჭია
შენს თვალებშია ჩვენი სამყარო, უდიდესი სიყვარული და სითბო, რომელსაც ყოველი დანახვისას ვიღებთ! მადლობა უფალს რომ ჩვენ…
Posted by Aneta Nikuradze on ხუთშაბათი, 09 იანვარი, 2025