ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, ოფიციალური პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
შაჰინი მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ „მისი ორპარტიული კანონპროექტი ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის“.
„მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯს სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე მათთვის, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში, დემოკრატიის შელახვაზე და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ თავდასხმაზე.
ჩემი ორპარტიული კანონპროექტი ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის, რაც ცხადყოფს, რომ ეს გადაწყვეტილება მოკლევადიან შედეგზე გათვლილი არ არის“, – წერს სენატორი ჯინ შაჰინი.
I welcome @StateDept's move to impose visa restrictions on those responsible for undermining democracy and attacking peaceful protestors in Georgia. My bipartisan bill would make these restrictions permanent, making it clear that this decision is not a short-term consequence. https://t.co/uYBZ9Np8ZP
— Sen. Jeanne Shaheen (@SenatorShaheen) June 6, 2024
ცნობისათვის, აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს.
„ეს არის მორიგი შეცდომა“ – თეა წულუკიანი აშშ-ის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებზე
„მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს!“ – ირმა ზავრადაშვილი