LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ქმარი ადრე დგება და საჭმელს ამზადებს, მადლობა მას ამისთვის“ – ენ ჰეთეუეი Vogue-ის გარეკანზე ბრწყინავს

172
page

42 წლის ენ ჰეთეუეი ჟურნალ Vogue-ის ახალი ნომრის ვარსკვლავია. მსახიობმა ფოტოსესიაში Givenchy-ს სამოსი მოირგო და ჰოლივუდურ ელეგანტურობას ასხივებდა.

ინტერვიუში მსახიობმა მომავალ როლებსა და ოჯახურ ცხოვრებაზე ისაუბრა. ცნობისთვის, მალე ეკრანებზე საკულტო კომედიების გაგრძელებები, „ეშმაკი ატარებს პრადას 2“ და „პრინცესას დღიურები 3“ გამოჩნდება.

„ძალიან მადლობელი ვარ, რომ ადამი მშვენივრად ამზადებს საჭმელს და ყოველთვის ადრე იღვიძებს“, – განაცხადა ენმა მეუღლის შესახებ.

ცნობისთვის, ენ ჰეთეუეი და ადამ შულმანი 2012 წელს დაქორწინდნენ. წყვილი ერთმანეთს 2008 წლიდან ხვდებოდა. მათ ორი შვილი ჰყავთ.

42 წლის ენ ჰეთეუეი „ოსკარ დე ლა რენტას“ ოქროსფერი კაბით „ბულგარის“ გამოფენაზე ჩინეთში

„ეშმაკი ატარებს პრადას“ 18 წლის შემდეგ ეკრანებს უბრუნდება

„მუცელი მომეშალა, სცენაზე ყოფნის დროს ძალიან რთული იყო…“ – ენნ ჰეთეუეი  Vanity Fair-ის გარეკანზე და თვალწარმტაცი ფოტოსესია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები