LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი შვილი ექიმია და საომარი მოქმედებების ცენტრშია, უნდა თავისი ცოდნა ისრაელს მოახმაროს, საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს, 5 წლის შვილიშვილი მაინც გამომიგზავნეთ, გთხოვთ“ – მოქალაქე მიმართვას ავრცელებს

311
ing (2)

ისრაელში, სადაც უკვე მესამე დღეა, უკიდურესად დაძაბული ვითარებაა, საქართველოს არაერთი მოქალაქე იმყოფება.

მოქალაქე, ნინო გელდიაშვილი, ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ პოსტში აღნიშნავს, რომ ისრაელში ოჯახთან ერთად იმყოფება მისი შვილიც, რომელიც რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგია და ქვეყანაში არსებული ვითარების მიუხედავად, საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს.

მოქალაქე ითხოვს, დაეხმარონ, რათა საქართველოში მისი 5 წლის შვილიშვილი დააბრუნონ:

„ჩემი ოჯახი ომშია.

ჩემი უფროსი ვაჟი გიორგი და მისი ოჯახი ისრაელში ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობენ, ჯერჯერობით აქვთ ორმაგი მოქალაქეობა. მათი ქალაქი საომარი მოქმედებების ცენტრშია.

რას ჰყვება აშდოდში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე: „ახლახან „ჰამასმა“ მასიური თავდასხმა განახორციელა, რამდენიმე რაკეტა სახლებს დაეცა – ცეცხლი უკიდია და შავი კვამლი ამოდის“

„საქართველოდან ახალი ჩამოსულები, ცოტა პანიკას აყოლილები არიან. ვუხსნი, როგორ მოიქცნენ, ვამშვიდებ, თუ დახმარება სჭირდებათ - დახმარებას ვუწევ“

ვინც გიორგის იცნობს, იცის, რომ არანორმალურია, არანორმალურად ნიჭიერი და განათლებული (მე ვერც კი შევედრები), არანორმალურად აზარტული, არანორმალურად კეთილი და არანორმალურად დაუცველიც მეგონა. საქართველოში სერტიფიცირებული რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგია; გულის სიღრმეში ნამდვილი ექიმია.

არ აპირებს ისრაელში მიმდინარე ომის დროს საქართველოში დაბრუნებას; მისწერა ჰოსპიტლებს, ოფიციალურ პირებს, რომ უნდა თავისი ცოდნა მოახმაროს ისრაელს და ნებისმიერ დონეზე და ადგილზე მიიღოს მონაწილეობა დაჭრილი სამოქალაქო პირებისა და სამხედროების მკურნალობაში.

მისმა მეუღლემ მზიამ (ექიმი კარდიოლოგია), მე გიორგის ვერ დავტოვებო, მეც ვრჩები და იმავე საქმეს გავაკეთებო. რა უნდა ვუთხრა?!..

ჩემი 5 წლის შვილიშვილი მაინც გამომიგზავნეთ, გთხოვთ…

ტერორისტებზე უსწრაფესი გამარჯვება ისრაელს“, – წერს ნინო გელდიაშვილი სოციალურ ქსეშლი.

 

ჩემი ოჯახი ომშია ?
ჩემი უფროსი ვაჟი გიორგი და მისი ოჯახი ისრაელში ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობენ, ჯერჯერობით აქვთ ორმაგი…

Posted by Nino Geldiashvili on ორშაბათი, 09 ოქტომბერი, 2023

 

„დღეისათვის ორი ქართველი ებრაელია გარდაცვლილი“ – ისრაელში საქართველოს ელჩი

„ტერორისტებმა ტყვედ 8 თვის ბავშვი აიყვანეს.. ჩვენი გათვლებით 100 ადამიანზეა საუბარი.. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავაბრუნოთ ყველა ადამიანი, ვინც გატაცებულია ღაზას სექტორში“ – საქართველოში ისრაელის ელჩი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g