LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი შვილი ფიქრობს, რომ ძაღლებთან ყოფნით, ბავშვი, კარგი ადამიანი გაიზრდება“ – მევლუდ მელაძის შვილიშვილი 3 ნაგაზთან ერთად იზრდება 

468
მევლუდ მზა

ცნობილი ავტომრბოლელის, მევლუდ მელაძის შვილიშვილის ისტორია, რომელიც 3 ნაგაზთან ერთად იზრდება.

როგორც მევლუდი „პოსტ ტვ“ ის გადაცემა „დღის პოსტში“ ამბობს, მისთვის შვილიშვილის ძაღლებთან ურთიერთობა საფრთხის შემცველია.

„ჩემთვის ძაღლებთან ერთად ბავშვის გაზრდა დიდ საფრთხეს ნიშნავდა.. თუნდაც ჰიგიენის მხრივ.

ჩემი შვილი ჯიუტია და ამბობს, რომ პირიქით უკეთესია ძაღლებთან ერთად გაიზარდოს რადგან კარგი ადამიანი გაიზრდება, თუმცა მაინც მაქვს შინაგანი დაძაბულობა იქნებ რაღაცას სწორად არ ვაკეთებ,“- ამბობს მევლუდ მელაძე.

ძაღლებთან შვილის განსაკუთრებულ ურთიერთობაზე საუბრობს დედაც, რომლის თქმითაც ძაღლებთან ყოფნა ბავშვს იმდენად ახალისებს, რომ სურვილი აღარ აქვს ტელევიზორს ან მულტფილმებს უყუროს.

„როდესაც პირველად დავდე ვიდეო, ვფიქრობდი, რომ ძალიან ცუდი გამოხმაურება მოჰყვებოდა.. მამაჩემმა დამირეკა ჩხუბით, საერთოდ რატომ აკეთებ ამასო..

ჰიგიენას რაც შეეხება ძაღლებს: ვვარცხნი დღის განმავლობაში.. გვქონდა გასაუბრება პედიატრებთან და გვითხრეს, რომ პირიქით კარგია ბავშვის იმუნური სისტემისთვის, რადგან რაც არ უნდა გავაკეთოთ ნებისმიერ შემთხვევაში ორგანიზმი ბაქტერია მიიღებს,“- ამბობს მევლუდ მელაძის შვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები