რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკა „მხიარული დილა“ სატელეფონო ხაზით თიკა ფაცაციას დაუკავშირდა.
-როგორ იწყება თიკა ფაცაციას დილა?
-ჩემი დილა ოთახიდან „გამოპარვით“ იწყება. დილის ძილი არ მიყვარს, პირიქით, იმ დროს მირჩევნია ადგომა, როცა ჯერ კიდევ ყველას სძინავს, რათა მქონდეს სიჩუმისა და მარტოობის საშუალება.
–თიკა, როდისთვის ველოდოთ ახალ სიმღერას?
-ვინაიდან ახალი წლის პერიოდია, მთელი ჩემი ენერგია ტელევიზიისკენ არის მიმართული, ამიტომ, ამ ეტაპზე ახალ სიმღერაზე ვერ ვმუშაობ, თუმცა, ვიცი, რომ ჩემი სიმღერები ხალხს მოსწონს, ეს კი მაძლევს სტიმულს, რომ გავაკეთო რამე ახალი.
გადაცემის აუდიოჩანაწერი