საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი გოგონას მამა გახდა.
„ჩემი თბილისელი გოგო, 3 კილოგრამი ბედნიერება“ , – წერს ელჩი და ახალშობილ გოგონასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
რან გიდორი საქართველოში ელჩად იანვარში დაინიშნა, ამ დროიდან ის მეუღლესთან, ინა ლაზარევასთან ერთად თბილისში ცხოვრობს.
წყვილი მოუთმენლად ელოდა ბავშვის დაბადებას. ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში არაერთხელ აღნიშნა, რომ ძალიან უხაროდა, მისი შვილი თბილისში რომ დაიბადებოდა.