LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი თოჯინები ცოცხალია” – შვილიშვილებისთვის შექმნილი სამყარო (ვიდეო)

პროფესიით მათემატიკოსმა ნაირა გოგინაშვილმა, ნატურალური ნედლეულით თოჯინების დამზადება ორი წლის წინ, შვილიშვილებისთვის დაიწყო.

8 შვილიშვილის ბებიას ახლა უკვე საკუთარი და სხვების ბავშვებისთვის საკმაოდ ბევრი თოჯინა დაუგროვდა და ნამუშევრების გაყიდვა დაიწყო.

„თავიდან შვილიშვილებს ვუქსოვდი თოჯინებს. შემდეგ მათ სხვადასხვა ზღაპრის გმირებიც დაემატა. მერჩივნა ბავშვებს ჩემი, ნატურალური პროდუქტით შექმნილი თოჯინებით ეთამაშათ, რომელიც ირეცხება, მყარი კარკასიც აქვთ და  ეკოლოგიურად სუფთაცაა. დროთა განმავლობაში ჰობი ბიზნესად იქცა და დღეს სახლი თოჯინების სახელოსნოდაც ჩამოყალობდა“ – ამბობს ქალბატონი ნაირა.

ზღაპრის გმირების შემდეგ, მან პროტოტიპების დამზადებაც დაიწყო. როგორც თვითონ ამბობს, ასეთი ტიპის თოჯინებს ფოტოების მიხედვით ამზადებს და მას ძირითადად, თინეიჯერები უკვეთავენ.

ამ ეტაპზე თოჯინების შეძენა ძირითადად ონლაინაა შესაძლებელი. თითოეულ თოჯინა, რომელსაც ხელოვანი ამზადებს ინდივიდუალურია და მხოლოდ ბუნებრივი ნედლეიულით მზადდება.

სათამაშოების დამზადებას ქალბატონი ნაირა მაქსიმუმ სამი დღე ანდომებს. მისი გმირები ხშირად ტურისტებსაც  მიაქვთ, როგორც საქართველოში დამზადებული სუვენირი. დღეს ხელოვანს უკვე ასობით უნიკალური ნაკეთობა აქვს.

თოჯინების ფასი, ზომაზე და სირთულეზეა დამოკიდებული, 20 ლარიდან იწყება და 100 ლარამდე ადის.

მომავალი წლის გაზაფხულზე ქალბატონი ნაირა გამოფენასაც გეგმავს. მანამდე კი მეთოჯინე მსურველებს ვიდეოგაკვეთილებს ჰპირდება.

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები