„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეები რამდენიმე ათეული ათასი ლარით დაზარალდნენ. ერთ-ერთი მოვაჭრე ამბობს, რომ მას 70 ათასი ლარის საქონელი გაუნადგურდა. დაზარალებულები იმედოვნებენ, რომ მათთვის გარკვეული შეღავათები დაწესდება, რადგან უმეტესობას ბინები იპოთეკით აქვთ დატვირთული და ყოველთვიური კრედიტის გადახდა უწევთ.
ამასთან, მოვაჭრეების ნაწილი ფიქრობს, რომ ხანძარი ვიღაცამ განგებ გააჩინა, „ბავშვთა სამყაროს“ ადგილას კი ახალი სავაჭრო ცენტრის აშენება სურდათ.