LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემმა გვარმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია…ბევრი წერდა, რომ სპეციალურად გადავირქვი” – ნანა სტამბოლიშვილი

396
BeFunky-collage - 2022-10-23T230206.278

ქართველი მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი, რომელიც პოპულარულ თურქულ სერიალში მთავარ როლს ასრულებს, ნოე სულაბერიძის გადაცემაში საკუთარი გვარის წარმოშობის შესახებ საუბრობს.

როგორც ნანუკა განმარტავს, მისმა გვარმა საკმაოდ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

“სტამბოლიშვილი ქართული გვარია, ქობულეთიდან, სოფელი ლეღვადან. დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ამ გვარმა, ბევრი წერდა, რომ სპეციალურად გადავირქვი, რადგან სტამბოლში ახლახან ჩამოვედი. ბევრი რამე მსმენია ჩემს გვარზე, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. დედის მხრიდან ჩემი ბაბუს დედა არის წარმოშობით თურქეთიდან. ძალიან რთული იყო ახალ რეალობაზე გადაწყობა, ახალი ენა, ახალი ქვეყანა. მართალია ჩამოდიან ხოლმე ჩემი ოჯახის წევრები, მაგრამ მაინც შორს არიან”, – საუბრობს ნანა სტამბოლიშვილი.

ამავე თემაზე:

ვიდეო: “მოვიდნენ ქალბატონები და მითხრეს: შეიძლება ჩაგეხუტოთ, საქართველოს სურნელი გაქვსო” – ნანა სტამბოლიშვილი

ვიდეო: როგორ სწავლობს ნანა სტამბოლიშვილი თურქულ სიმღერას – კადრები გადასაღები მოედნიდან

“თქვენი შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანია”: თურქული სერიალი ნანა სტამბოლიშვილის მონაწილეობით დღეს დაიწყება: ნახეთ სად შეძლებთ ყურებას

ვიდეო: ,,მიყვარხარ” – ნანა სტამბოლიშვილი თურქული სერიალის პატარა გმირს ქართულს ასწავლის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები