“EMANET” – ასე ჰქვია თურქულ სერიალს, რომელიც ქართველი მსახიობის, ნანა სტამბოლიშვილის მონაწილეობით დღეს დაიწყება.
ინფორმაციას ქართველ გულშემატკივარს ნანა საკუთარ სოციალურ ქსელში უზიარებს და აღნიშნავს, რომ სერიალი დღეს, 19 სექტემბერს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
“EMANET დღეს… თურქული დროით 19:00 სთ-ზე (საქართველოს დროით 20:00 სთ-ზე)
ამ ლინკზე შეგიძლიათ გადახვიდეთ და უყუროთ პირდაპირ ეთერს ❤️ თქვენი შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანია,” – წერს ნანა სტამბოლიშვილი.