ქართველი მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი აქვეყნებს ახალი თურქული სერიალის პირველ თიზერს. შეგახსენებთ, რომ ნანა ამ სერიალის მთავარ პერსონაჟს განასახიერებს.
მომხიბვლელი გოგონა წერს:
„უკვე ოფიციალურად შემიძლია დაგიდასტუროთ ეს ინფორმაცია… უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, ვინც მგულშემატკივრობთ… თქვენი გვერდით დგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია… პირველ რიგში, ჩემი ქართველები მაძლევთ სტიმულს და ძალას… ვეცდები, ღირსეულად გავართვა თავი და წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა და ქართველები ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება… უამრავი წერილი შემომდის, გაზიარებაზე მონიშვნა, კომენტარი. დროის სიმცირის გამო ვერ ვახერხებ ყველას წაკითხვას და პასუხის გაცემას, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები მიყვებიან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე გაგახარეთ. უფალი ჩვენკენ“.