ქართველი მსახიობი, ნანა სტამბოლიშვილი ახალ თურქულ სერიალში მთავარ როლს ასრულებს. ნანას მხარდასაჭერად შექმნილი ჯგუფი ავრცელებს პირველ ანონსს, სადაც მსახიობი ცხენზე არის ამხედრებული.
ნანა პარტნიორობას გაუწევს პოპულარულ თურქ მსახიობს, ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანს, რომელმაც სახელი გაითქვა სერიალით „სხვისი შვილი“.
ახალი თურქული სერიალის სახელწოდებაა Emanet.