LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემო ძვირფასებო, არავითარი ვულკანი არ ამოიფრქვევა ჯავახეთზე“ – რას წერს თეა გოდოლაძე გახშირებულ მიწისძვრებთან დაკავშირებით

688
BeFunky-collage (7)

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი სამება ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა გახშირებული მიწისძვრების გამო.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე ამბობს, რომ ზოგადად ჯავახეთის ქედი სეისმურად ყველაზე აქტიური რეგიონია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი პატარა მიწისძვრა სწორედ ჯავახეთში ხდება.

“ჩემო ძვირფასებო, არავითარი ვულკანი არ ამოიფრქვევა ჯავახეთზე. სულ ვამბობდით და ვამბობთ, საქართველო და კავკასია სეისმურად აქტიური ქვეყანა და შესაბამისად რეგიონია. დიახ, ბევრი მიწისძვრა ხდებოდა და ხდება ჩვენთან”, – წერს თეა გოდოლაძე.

„ბოლო 1 საათია სოფელ სამებასთან მიწისძვრა არ გაჩერებულა.. მსგავსი ბიძგები თბილისში სერიოზულ ზიანს მოიტანდა.. მიწისძვრის შემთხვევაში ეს ორი სისულელე არ უნდა გააკეთოთ“ – რა რეკომედაციებს გასცემს თეა გოდოლაძე

ცნობისთვის,  სოფელ სამებასთან გუშინ, 11 ივლისს 9 მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლოს, 23:03 საათზე მომხდარი მიწისძვრის სიდიდე 3.9 მაგნიტუდა იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g