LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემო ძვირფასო შვილო, მხოლოდ ერთი რამ მამშვიდებს, ახლა მარტო არ ხარ, ღრუბელზე ზიხარ, დედაშენის – ალინას, შენი ორი ძმის და ზაზას გვერდით“ – შოვში, სტიქიის ზონაში, ალინა პოლიკოვსკას ვაჟის გარდაცვალება დადასტურდა

2668
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (6)

დნმ-ის ანალიზით დადასტურდა, რომ რაჭაში, სტიქიის ზონაში 10 სექტემბერს ნაპოვნი ცხედარი ზაზა მესხის ცოლის, ალინა პოლიკოვსკას ვაჟს ეკუთვნის.

შსს: რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი

ინფორმაციას მამა ავრცელებს სოციალურ ქსელში.

„ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო შვილო, ბოლოს და ბოლოს გიპოვეთ, რაც არ უნდა სასტიკად ჟღერდეს, „ბედნიერები“ ვართ, ახლა შეგვიძლია დედასთან ერთად დაგკრძალოთ, თქვენთან მოსასვლელი ადგილი გვექნება..

მიყვარხარ უსაზღვროდ, ჩემს სიცოცხლეზე მეტად. გთხოვ, მაპატიე, რომ ამ საშინელ მომენტში შენთან არ ვარ.. მხიარული და ცნობისმოყვარე ბიჭი იყავი, შენთვის ყველაფერი ახლახან დაიწყო.

სამწუხაროდ, ცხოვრება სასტიკი რამ არის, რატომღაც საუკეთესოები გვტოვებენ. მხოლოდ ერთი რამ მამშვიდებს, ახლა მარტო არ ხარ, ღრუბელზე ზიხარ, დედაშენის – ალინას, შენი ორი ძმის და ზაზას გვერდით, შენ იღიმი და გვიყურებ..

სიტყვებს ვერ ვპოულობ იმის აღსაწერად, რამდენი ხანი გვენატრებოდი. სამწუხაროდ, საღამოობით წიგნებს ერთად ვეღარ ვკითხულობთ. აღარ მეტყვი, როგორ სწავლობდი სკოლაში.. ყველაფერი დასრულდა, სამუდამოდ ?

ჩემო ძვირფასო და საყვარელო ბიჭო

მუდამ ჩემს გულში იქნები ❤️ მთელი ცხოვრება ყოველთვის ჩემთან ხარ. ბოლო ამოსუნთქვამდე.

მიყვარხარ შვილო

სამუდამოდ ჩემო სევოჩკა..“

 

 

რაჭაში მომხდარი სტიქიის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მითითებულ → ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები