სოფელ დიდგორთან მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა მთელი საქართველო შეძრა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან ახალგაზრდები: ცოლ-ქმარი ალექსანდრე ჩხეიძე და ნათია ჯანაძე, ასევე გვანცა არევაძე და მისი მეუღლე ნიკა ქუთათელაძე და მარიამ ქადაგიძე.
ტრაგედიას უამრავი ადამიანი ეხმაურება სოციალურ ქსელში:
„როგორ გავუძლო… პანაშვიდი 8-9-10 ივნისს. დაკრძალვა 11 ივნისს
მისამართი ბელიაშვილის 29“ – წერს სოციალურ ქსელში ქეთი მახნიაშვილი.
„მახსოვს შენი დაბადება, მახსოვს როგორ დავრბოდით ცრემლსადენი გაზის ქვეშ ერთად… Qutateladze Nikusha, ჩემო კეთილო და საიმედო ბიჭო… არანაირი სამართალი არ არსებობს სამყაროში თქვენ რომ აღარ ხართ…
პანაშვიდი 8, 9, 10 ივნისს, დაკრძალვა 11 ივნისს
მის. ბელიაშვილის 29“- წერს სოციალურ ქსელში თეონა ცხომელიძე.
