მომღერალი მაკა ზამბახიძე და ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელი ქორწინების 6 წლისთავს აღნიშნავენ.
„ჩემო მიხო, დღეს უფრო ძლიერ მიყვარხარ, გილოცავ ჩვენი ქორწინების 6 წლის თავს“, – წერს მაკა და მათი ქორწილის კადრებს აზიარებს.
წყვილი უამრავ მილოცვას იღებს.
„გილოცავთ, იხარეთ, იმრავლეთ და იბედნიერეთ, მიყვარხართ და მინდა, რომ ასე ტკბილად და მხიარულად შეაბერდეთ ერთმანეთს“,
„გილოცავ ჩიტებო“,
„ბევრი ბედნიერი წელი ერთად“,
„ასეთი მხიარულები და ბედნიერები იყავით მუდამ, მაკუნა, მიყვარს თქვენი ოხუნჯობები“, – წერენ სოციალურ ქსელში.
ვიდეო: „სუპერწყვილი“ – მაკა ზამბახიძე მეუღლესთან ერთად ამღერდა
