თბილისში, ლისის ტბაზე სპორტულ თევზჭერაში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი გაიმართა. პროფესიონალთა რეიტინგულ შეჯიბრში 51 ადამიანი – სულ 17 გუნდი მონაწილეობს.
მეორე ეტაპის დასკვნითი ტური ხვალ გაიმართება, სადაც გამარჯვებულებიც გამოვლინდებიან.
I, II, III და IV ადგილებზე გასული გუნდები სხვადასხვა მაღაზიების 100-100 ლარიანი ვაუჩერებით და სპონსორების საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
წელს ეს უკვე სპორტული თევზაობის მეორე ტურნირია. სულ 4 ორდღიანი რეიტინგული ტურნირი ჩატარდება. დასკვნითი შედეგების მიხედვით, 5 გამარჯვებული სპორტსმენი ბელორუსიაში, მეგობრობის თასზე საასპარეზოდ გაემგზავრება.
ტურნირი ექვსი წელია ტარდება და მისი ორგანიზატორები საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაციაა. შეჯიბრი თბილისის მერიისა და ლისი დეველოპმენტის მხარდაჭერით ჩატარდა.
ფოტოები მოგვაწოდა
სანდრო ჯორკოშვილმა