LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონებმა ეუსებიოს პატივი მიაგეს

72

პორტუგალიელებმა ევრო 2016-ის ფინალის შემდეგ ეუსებიოს ხსოვნას პატივი მიაგეს.
შავი პანტერას ნაწილი მუდამ დარჩება თითოეულ პორტუგალიელ ფეხბურთელში.

ფინალის მოგების შემდეგ, სამშობლოში გზად მიმავალმა ჩემპიონებმა თვითმფრინავის ბორტზე ჯგუფური ფოტო გადაიღეს თასთან და ეუსებიოს პორტრეტთან ერთად.

1966 წელს ეუსებიო მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ”სელესაუ” მესამე ადგილზე გაიყვანა.
მან ნაკრებში 64 მატჩი ითამაშა და 41 გოლი გაიტანა.

2004 წელს ეუსებიო პორტუგალიიის უდიადეს ფეხბურთელად აღიარეს.
ლეგენდარული თავდამსხმელი 2014 წლის 5 იანვარს გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები