უეფამ 2017-18 წლების ჩემპიონთა ლიგის გაფართოებული სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც ჯერ 20 ფეხბურთელია შეყვანილი. აქედან რვა გამარჯვებული მადრიდის „რეალიდანაა“. ფინალისტ „ლივერპულს“ მხოლოდ სამი წარმომადგენელი ჰყავს.
სრული სია ასეთია:
მეკარეები: კეილორ ნავასი (“რეალი”), ალისონი (“რომა”);
მცველები: ჯოშუა კიმიხი (“ბაიერნი”), სერხიო რამოსი (“რეალი”), მარსელო (“რეალი”), ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”), ვირხილ ვან დიიკი (“ლივერპული”), რაფაელ ვარანი (“რეალი”);
ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”), კაზემირო (“რეალი”), ლუკა მოდრიჩი (“რეალი”), ტონი კროოსი (“რეალი”), ხამეს როდრიგესი (“ბაიერნი”);
ფორვარდები: ედინ ჯეკო (“რომა”), რობერტო ფირმინო (“ლივერპული”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”), კრიშტიანო რონალდო (“რეალი”), მოჰამედ სალაჰი (“ლივერპული”)