LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგის მატჩები დროში გადანაწილდება

49

უეფა აპირებს ჩემპიონთა ლიგის მატჩები დროში გადაანაწილოს.
მაყურებელს საშუალება გაუჩნდება უფრო მეტი თამაში ნახოს პირდაპირ ეთერში.

უეფა განიხილავს მატჩების დაწყების ორი დრო შეარჩიოს – 19:00 და 21:00 სთ ცენტრალური ევროპის დროით (21:00 და 23:00 თბილისის დროით). გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ეს თემა მომავალში განხილვის საგანი გახდება, ამბობს უეფა თავის განცხადებაში.

ამ სეზონში ლიგის თამაშები 20:45 სთ-ზე (ევროპის დროით) იწყება, როდესაც საქართველოში 22:45 სთ-ია. თუმცა მოგეხსენებათ, ზამთრის დროზე გადასვლის შემდეგ, ჩვენი დროით მატჩები უკვე 23:45 სთ-ზე იწყება ხოლმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g