LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და გამარჯვებული ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა

145
ნინუცა ორჯონიკიძე (1)

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდა. „Geo Team“-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებისა და ინფორმაციის თანახმად, ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ტურნირის გამარჯვებული უკვე გუნდთან ერთად იმყოფება.

როგორც ირკვევა, „კვარა“ დღესვე დაამატეს სამატჩო განაცხადში. იგი ნაკრებთან ერთად იქნება როგორც გასახდელში, ისე თამაშის მიმდინარეობისას სათადარიგოთა სკამზე, ბიჭების გვერდით.

„ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და გამარჯვებული ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა.

კვარა დღეს სამატჩო განაცხადში დაამატეს. გუნდთან ერთად იქნება გასახდელშიც და თამაშის მიმდინარეობისას სათადარიგოთა სკამზე, ბიჭებთან ერთად“,- წერს Geoteam

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g