LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემს მშობლიურ გერმანიაში იმავე სამუშაოს შესრულებას 10, ან მეტი წელი დასჭირდებოდა – ბარბარა ჰორაცი თბილისის „აუთლეტ სოფელზე“

108
untitled

თქვენმა ქვეყანამ პირველსავე შეხვედრიდან შეგვაყვარა თავი იმით, რომ პირველივე დღეს დავინახეთ შესაშური მეწარმეობის სულისკვეთება – ამის შესახებ „აუთლეთ რესურს გრუპის” პარტნიორმა ბარბარა ჰორაცმა “აუთლეტ ვილიჯის“ პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მის განცხადებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„თქვენმა ქვეყანამ პირველსავე შეხვედრიდან შეგვაყვარა თავი არა მხოლოდ სამზარეულოთი და ღვინის ტრადიციებით, არამედ იმითაც, რომ ჩვენ აქ პირველივე დღეს დავინახეთ შესაშური მეწარმეობის სულისკვეთება და ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანის უზარმაზარი სურვილი. კიდევ ერთი ფაქტორი მდგომარეობდა ოპერატიულობაში. ჩვენ შრომის კულტურას ვნერგავთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბევრ აუთლეთ სოფელში,მაგრამ აქ მიღწეული სისწრაფე მართლაც უნიკალურია. ჩემს მშობლიურ გერმანიაში და ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში იმავე სამუშაოს შესრულებას 10, ან მეტი წელიწადი დასჭირდებოდა, რადგან ეს მოითხოვს ძალიან რთული პროცედურების განხორციელებას: მაგალითად, ნებართვა, მოსახლეობის თანხმობა და ასე შემდეგ. ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რაც აქამდე განხორციელდა, განსაკუთრებით COVID-19 პანდემიის გათვალისწინებით. თქვენთან ამბობენ: „სტუმარი ღვთისაა“. ჩვენი მხრივ, გარწმუნებთ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა თბილისის „აუთლეტ სოფლის“ სტუმრებმა თავი განსაკუთრებულად იგრძნონ”,-განაცხადა ბარბარა ჰორაცმა.

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ბრენდების სამოსი იაფად – თბილისში პირველი “აუთლეტ სოფლის” მშენებლობა დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g