LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად ვემსახურო ჩემს ქვეყანას – სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი

106
untitled-design

მადლობა პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად ვემსახურო ჩემს ქვეყანას და გარკვეული წვლილი შევიტანო როგორც გარემოს დაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებაში, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახლმა მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.

„მადლობა ლევან დავითაშვილის წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, იმ რეფორმებისთვის, რაც მისი ხელმძღვანელობით სამინისტროში ჩატარდა. ახალ, მნიშვნელოვან თანამდებობაზე წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებებია. თანამდებობას ტოვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. მის ადგილს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაიკავებს. ის ვიცე-პრემიერის პოსტს შეინარჩუნებს. თავის მხრივ, დავითაშვილის ყოფილ უწყებას ოთარ შამუგია უხელმძღვანელებს, რომელიც დავითაშვილის მოადგილე იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g