LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემთვის ღირებულია-ადამიანი, კანონი, მორალი, პატიოსნება – ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატი დატოვა

327
52480835-2735192199854114-3454033929466544128-o-e1551992637250

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატი დატოვა.ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ ფეისბუკ გვერდზე დაწერა.

მიზეზი, როგორც ჩრდილელი აცხადებს, დღეს დამტკიცებული მოსამართლეთა 14-კაციანი სიაა.

“ერთი წელია, ვცდილობთ რომ არ დაზიანდეს სასამართლოს იმიჯი. მთელი ეს პერიოდი კონკრეტულად ამ საკითხზე ბევრჯერ შეიკრიბა გუნდი, ვცადეთ უდანაკარგოდ მიგვეღო გადაწყვეტილება და მივსულიყავით კონსესუსამდე. რა შედეგიც დადგა – ყველამ ერთად ვნახეთ. შესაძლოა მე ვცდები და ზედმეტად მუქ ფერებში ვხედავ(დი) მოსამართლეთა დუჟინას. და რა იქნება მომავალში?-არც არაფერი, უბრალოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო დეპუტატის მანდატი.

ჩემთვის ორი მოწვევის დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნე ინდივიდუალიზმი და (არა შაბლონური) მადლობა “ქართულ ოცნებას” რომ მთელი რიგი სენსიტიური საკითხებისადმი გუნდის წევრებს გვქონდა პლურალისტური მიდგომა, გარედან შესაძლოა სჩანს რომ: ყველაფერი ერთ ხმაში, ხავერდოვნად მიდის, მაგრამ მერწმუნეთ: შიგნით-დუღილის ტემპერატურა ძალიან მაღალია..

“ღვთისა და ერის წინაშე” - ახლადარჩეულმა მოსამართლეებმა ფიცი დადეს

"არ არსებობს არავითარი კლანი სასამართლო სისტემაში, სასამართლო სისტემაზე ზრუნავს გუნდი, რომელიც ზრუნავს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე"

მე არ მქონდა მორალური უფლება, რომ “ქართული ოცნების” პროპორციული სიით შესულს დამეტოვებინა უმრავლესობა და პარლამენტში სხვა ფრთაზე გავმაგრებულიყავი.

თითქმის ერთი წლით ადრე ვტოვებ პარლამენტს, სადაც შევიძინე: მეგობრები, გამოცდილება და შაქარი.

არასოდეს გამიწყვეტია კონტაქტი მოსახლეობასთან და ამით ვამაყობ. პირადად ვინც მიცნობს იცის, რომ
ჩემთვის ღირებულია-ადამიანი, კანონი, მორალი, პატიოსნება. კიდევ ერთხელ-ყველას მადლობას მოგახსენებთ, უდიდესი ნდობისთვის. წარმატებებს და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ ​მრავალჟამიერ. ღმერთი ჰფარავდეს, დედა-სამშობლოს” – წერს ოთარ ჩრდილელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g