LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემზე მეტი ვის გაუტანია: რონალდო პრესკონფერენციაზე გააბრაზეს (ვიდეო)

40

კრიშტიანომ რონალდომ პრესკონფერენცია მიატოვა მას შემდეგ, რაც კითხვა დაუსვეს, რომ გასვლაზე ცოტა გოლი გააქვს.
როგორც ჩანს, ”რეალის” ფორვარდს სუსტ წერტილზე დააბიჯეს ფეხი.

დღეს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრაში, მადრიდის ”სამეფო კლუბი” რომში ”რომას” ეთამაშება. წინასამატჩო ბრიფინგზე პორტუგალიელ ვარსკვლავს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხა, რატომ იტანს გასვლით შეხვედრებში ასე ცოტა გოლს და ამაზე მკვეთრი პასუხიც მიიღო.

– შეგიძლიათ დამისახელოთ მოთამაშე, ვინც ”რეალში” ჩემი მისვლის შემდეგ უფრო მეტი გოლი გაიტანა გასვლაზე? არ შეგიძლიათ! იმიტომ რომ ასეთი მოთამაშე არ არსებობს”, – აი ასეთი რეაქცია ქონდა რონალდოს, დაავლო ხელი მოსასხმას, ყველას მადლობა მიაძახა და დარბაზი დატოვა.
კრიშტიანომ რონალდომ 2015/2016 წლების სეზონის 32 გასვლითი გოლიდან 11 ბურთი გაიტანა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g