LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემზე წლები ლაპარაკობენ, მეუფემ შეიგინაო, იქნებ ჩემი მაგალითით გაჩვენებთ, როგორ არ უნდა მოიქცეთ – მეუფე იაკობი

87
BeFunky-collage (3)

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, ქადაგებისას მრევლს მიმტევებლობისკენ მოუწოდა.

“არიან ძალიან სუსტი ადამიანები, ვისაც ბოდიშის მოხდა არ შეუძლიათ იმისთვის, რა დანაშაულებიც აქვთ ჩადენილი, საშინელი დანაშაულები ღვთისა თუ ერის წინაშე. შევუნდოთ და იმის უფლება მაინც აღარ ექნებათ, რომ გამოვიდნენ და კიდევ რაღაცები მოგვახვიონ თავს”- თქვა იაკობმა.

მისი თქმით, საქართველოში არჩევნებზე იმდენს არ ფიქრობენ, რამდენადაც მთელი წლის განმავლობაში ერთმანეთს ლანძღავენ.

„ერთმანეთი არ ვლანძღოთ, განა რომელიმე პარტიისკენ მოგიწოდებთ? ვინც ილანძღება, ჩემთვის ყველა მიუღებელია. მე თუ შევიგინები და ჩემზე წლები ლაპარაკობენ, მეუფემ შეიგინა და ცუდი ქნა, ყოველ დღე იგინებიან. იქნებ მე ჩემი მაგალითით გაჩვენებთ, როგორ არ უნდა მოიქცეთ.

შეიძლება მთელი წელი ერთმანეთს ვაგინებდეთ? პატარაა საქართველო და ყველა ყველას ნათესავია. ნუ იქნება მეგობარი და ნათესავი, ჩვენი მოქალაქეა და უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“,- განაცხადა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები