პინკის სიმღერაზე Beautiful Trauma ვიდეორგოლი გამოვიდა. მუსიკალურ რგოლში მომღერალთან ერთად მსახიობი, ჩენინგ ტატუმიც მონაწილეობს, რომელიც უჩვეულო იმიჯით არის წარმოდგენილი. სიუჟეტის მიხედვით, პინკი და ჩენინგი მეუღლეების როლს ასრულებენ. ლამაზმანი ცოლი ცდილობს იდეალურად გაუძღვეს ოჯახს, მაგრამ თეთრეულს უთოთი წვავს, გაზქურაში კი სადილი იწვება და ამ უსიამოვნებების გამო ძალიან გაღიზიანებულია.
რაღაც მომენტში მეუღლეები როლებს გაცვლიან – პინკი მამაკაცის კოსტიუმშია წარმოდგენილი, ხოლო ჩენინგი ტუჩებს იღებავს და ქალის კაბას იცვამს. კლიპის რეჟისორი ნიკ ფლორეზია.
პინკის რიგით მეშვიდე ალბომის, Beautiful Trauma-ს რელიზი ოქტომბრის თვეში შედგა.