LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე პერსონალის ნაწილობრივი ცვლილება განხორციელდა

154
ჩერნობილი

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე პერსონალის ნაწილობრივი ცვლილება განხორციელდაunian-ის ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფო სპეციალიზებული საწარმო „ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური“ იტყობინება.

„დღევანდელი დღის განმავლობაში 64 ადამიანის გაყვანა მოხერხდა: ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ცვლის პერსონალის 50 ადამიანი, უკრაინის ეროვნული გვარდიის 9 თანამშრომელი (8 ქალი და 1 ონკოპაციენტი), საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 1 თანამშრომელი, 4. სტალკერები“, – ნათქვამია ანგარიშში.

სადგურში აცხადებენ, რომ პერსონალი სამუშაო ადგილზე დაახლოებით 600 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, „გმირულად ასრულებდა პროფესიულ მოვალეობებს და იცავდა უსაფრთხოების შესაბამის დონეს“.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ევაკუირებული პერსონალის ჩასანაცვლებლად, სადგურის 46 მოხალისე თანამშრომელი უკვე გაემგზავრა, რომლებიც საწარმოს ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.

შეგახსენებთ, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური ამჟამად რუს ოკუპანტებს აქვთ დაკავებული. 9 მარტს ცნობილი გახდა, რომ სადგურმა დაკარგა ელექტრომომარაგების მიღება, მოიშალა გაგრილების სისტემა და როგორც მომდევნო დღეებში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, დადგა რადიაციის გაჟონვის საფრთხე, თუმცა, როგორც ამ დროისთვის უკრაინული მედია წერს, ხარვეზი აღმოფხვრილია და სადგური მუშაობას განაგარძობს.

magti 5g