უკრაინაში, ჩერნობილის ატომური სადგურის მახლობლად, რადიაციის დონე დასაშვებზე 16-ჯერ მეტად გაიზარდა. რადიაციის დონის გაზრდა შეზღუდული ზონის მიმდებარედ ტყის ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას The guardian ავრცელებს.
ხანძარი ჩერნობილის ატომური სადგურის მახლობლად 4 აპრილს, 20 ჰექტარზე გავრცელდა და შემდეგ 100 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა.
როგორც The guardian წერს, 5 აპრილის დილას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ რადიაციის მატება არ შეინიშნებოდა და ცეცხლის ღია კერები არ იყო.
თუმცა, მოგვიანებით აღნიშნეს, რომ რადიაციის მატება ზოგ ლოკაციაზე ხანძართან ბრძოლას ართულებს. განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ მახლობლად მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება 1986 წლის 26 აპრილს მოხდა. სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ათასობით ადამიანმა კი რადიაციული დასხივება სასიკვდილო დოზით მიიღო, რის გამოც მსხვერპლი მომდევნო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა.