კომპანია Chevrolet-მა გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, რომელშიც მე-8 თაობის Corvette გამოსახული. ვიდეოში ასევე ბრენდის ექსპერიმენტალური მოდელებისა და ახალი სპორტქარის სატესტო ვერსიის ნახვაცაა შესაძლებელი.
Chevrolet-მა გადაწყვიტა, რომ ისტორიისთვის თვალი გადაევლო და განსაკუთრებული მანქანები გაეხსენებინა. რჩეულთა შორის მოხვდა ექსპერიმენტალური პროტოტიპი – Chevrolet Engineering Research Vehicle, საშუალო ძრავის მქონე – Corvette GS, ასევე Corvette Indy, სუპერქარი რომელსაც არაერთი რეკორდი დაუმყარებია.




