LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chevrolet უსაფრთხოების ღვედების გამო Corvette-ის პარტიას უკან გაიწვევს

109
Chevrolet უსაფრთხოების ღვედების გამო Corvette-ის პარტიას უკან გაიწვევს

Chevrolet-ი Corvette C8-ის მთელ პარტიას უკან გამოიწვევს. საშუალო სიმძლავრის ახალ სპორტქარებს საშიში დეფექტი აღმოუჩინეს. აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ 13 464 კუპესა და კაბრიოლეტს შესაძლოა მგზავრის უსაფრთხოების ღვედი გაეჭედოს. ღვედის დაბლოკვის შესახებ საჩივრები კომპანიაში 2023 წლის ოქტომბრიდან შედის და როგორც იქნა, General Motors-მა პრობლემა აღიარა: საქმე ჩასაკეტი მოწყობილობის გაუმართაობაშია.

ავტომწარმოებელმა აღმოაჩინა, რომ ღვედი შესაძლოა გაიჭედოს, რის გამოც მგზავრი სათანადოდ დაცული ვეღარ იქნება და ავტო საგზაო შემთხვევის დროს შესაძლოა სერიოზული დაზიანებებიც მიიღოს. უბედური შემთხვევები ჯერ-ჯერობით არ დაფიქსირებულა, თუმცა პრობლემის შესახებ სპორტქარის 56 მეპატრონე ჩიოდა.

პრობლემის მოგვარებას 22 ივლისიდან დაიწყებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები