ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელ კომბინატში, კერძოდ, კოროხნალის მაღაროში სამთო მასალის ჩამოშლის შედეგად, 32 წლის მაღაროელმა, ალექსანდრე დეკანოიძემ თავის არეში დაზიანებები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჭიათურმანგანეზის“ პრესსამსახური ავრცელებს.
დაშავებული ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
“პაციენტს ქალ-აფუძის მოტეხილობა, ხელხემლის მოტეხილობა და ტვინის შეშუპება აღენიშნება. ამ წუთებში მას საოპერაციოდ ამზადებენ”, – განაცხადა საავადმყოფოს დირექტორმა გიორგი ხვედელიძემ.
შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.
