LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჭიათურაში, მიმდინარე მაღაროელების გაფიცვის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო – დაინიშნა მედიატორი“ – ჯანდაცვის სამინისტრო

152
მაღაროელები - ინტერპრესნიუსი

„ჭიათურაში, მიმდინარე მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. დაინიშნა მედიატორი“, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე – კომპანიის მენეჯმენტთან.

„მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებას და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ფოტო: ინტერპრესნიუსი

 

ჭიათურაში, მიმდინარე მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის…

Posted by დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო on Tuesday, 13 June 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები