LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთი: გრიპის იაპონური წამალი კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურია

594
4539

მედიკამენტი, რომელიც იაპონაიაში გრიპის ახალი შტამების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა, ეფექტური აღმოჩნდა კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებშიც. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟან ქსინმინმა მიაწოდა.

მისი თქმით, გრიპის საწინაარმდეგო პრეპარატი სახელად ,,ფავიპირავირი“, რომელიც Fujifilm Toyama Chemical-მა 2014 წელს შექმნა, ვუჰანსა და შენჟენში 340 პაციენტზე გაიტესტა, კლინიკური ცდების შედეგები კი დამაიმედებელია.

ქსინმინის განცხადებით, იმ პაციენტებმა, რომლებიც პრეპარატს იღებდნენ, ვირუსი დაახლოებით 4 დღეში დაამარცხეს მაშინ, როდესაც სხვებს ამისათვის 11 დღე დასჭირდათ. ჩატარებულმა რენტგენოლოგიურმა კვლევებმა კი უჩვენა, რომ პაციენტების 91%-ს, რომლებმაც მედიკამენტი მიიღეს, ფილტვების მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ჩინეთის გარდა მედიკამენტის კლინიკური გამოცდა კორონავირუსის წინააღმდეგ იაპონიაშიც მიმდინარეობს. თუმცა, იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის გაცხადებით, “ფავიპირავირი” ასეთი ეფექტური არ არის მაშინ, როდესაც პაციენტის მდგომრეობა უკვე მძიმეა და ვირუსი მის ორგანიზმში უკვე გამრავლებულია. იაპონიაში მედიკამენტს ძირითადად იმ შემთხვევაში იყენებენ, როცა ვირუსი ახალგამოვლენილია და ჯერ კიდევ შესაძლებელია ბრძოლა მის გამრავლებასთან.

იაპონიაში მედიკამენტი 80-მდე ადამიანმა მიიღო, თუმცა იგი მაინცდა მაინც ეფექტური არ იყო იმ პაციენტებში, რომლებსაც საშუალოზე მძიმე მდგომარეობა ჰქონდათ, რადგან სავარაუდოდ “ფავიპირავირი” ორგანიზმში გავრცლეებულ ვირუსს უკვე ვეღარ ერევა.

“ფავიპირავირის” COVID-19-ის წინააღმდეგ გამოსაყენებლად სახელმწიფოს ნებართვაა საჭირო, რომელიც დიდი ალბათობით მაისში იქნება გაცემული, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კლინიკური ცდები გაგრძელდება, პროცესი შესაძლოა დროში კიდევ უფრო გაიწელოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g