LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გებრეისუსი: „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით ყურადღების მოდუნებამ შესაძლოა, ვირუსის ახალი მომაკვდინებელი ვარიანტი შექმნას

209
106369637-1580739181178gettyimages-1197376971-e1586855595537

„კოვიდ 19“-თან დაკავშირებით ყურადღების მოდუნებამ შესაძლოა, ვირუსის ახალი მომაკვდინებელი ვარიანტი შექმნას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

„მსოფლიოს მოსახლეობის სულ მცირე 90 პროცენტს „სარს-კოვ-2“-ის მიმართ ახლა აქვს გარკვეული იმუნიტეტი, ინფიცირების ან ვაქცინაციის გამო. ჩვენ უფრო ახლოს ვართ იმის თქმასთან, რომ პანდემიის საგანგებო ეტაპი დასრულდა, მაგრამ ჩვენ იქ ჯერ არ ვართ. მეთვალყურეობის, ტესტირების, თანმიმდევრობისა და ვაქცინაციის ხარვეზები ქმნის სრულყოფილ პირობებს ახალი შემაშფოთებელი ვარიანტისთვის, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი სიკვდილიანობა“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები