საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინეთის განვითარების ბანკის დელეგაციას უმასპინძლა. მხარეებს შორის შეხვედრის თემა იყო ფინანსური რესურსის გამოყოფა საპარტნიორო ფონდისთვის ჩინურ კომპანიებთან სათანამშრომლოდ, ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.
საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, თვის ბოლომდე პროექტის ეკონომიკური ანალიზი დასრულდება და დეკემბრის დასაწყისში შემუშავდება თანამშრომლობის ხელშეკრულება და სამუშაო გეგმა. ფონდის წარმომადგენლებმა ჩინელ ინვესტორებს განსახორციელებელი პოტენციური პროექტები გააცნეს და მომავალი თანამშრომლობის პრინციპებზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ რისკებისა და პროექტების შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და პროექტის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები.