ქვიშხეთში, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
კომპანიამ მათთვის ხელფასის მომატებაზე უარი განაცხადა.
შედეგად, სამოცივე გაფიცულმა თანამშრომელმა სამსახური დატოვა. არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მათ თავად მიიღეს.
„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ თანამშრომლები ორი დღის განმავლობაში იყვნენ გაფიცული. ისინი დღიური ხელფასის, 20 ლარიდან 30 ლარამდე გაზრდასა და საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნორმები დაიცვას ითხოვდნენ.
მსგავსი მოთხოვნები მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს 2013 წელსაც ჰქონდათ, თუმცა, მათი პროტესტი მაშინაც უშედეგო აღმოჩნდა.