LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთმა წყვილებს სამი შვილის ყოლის უფლება მისცა

71
chinanesw315

ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამიერიდან ქვეყანაში თითოეულ წყვილს ორის ნაცვლად სამი შვილის ყოლის ნება ექნება – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩინეთის მთავრობაში მას შემდეგ მიიღეს, რაც ბოლო დეკადების  მონაცემები გააანალიზეს და დადგინდა, რომ ჩინეთში შობადობის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.

როგორც მოგეხსენებათ შეზღუდვა, რომლის მიხედვიაც წყვილს მხოლოდ ერთი შვილის ყოლის უფლება ჰქონდა, ჩინეთში 2016 წელს მოიხსნა. აღნიშნული წესი ათწლეულების განმავლობაში მოქმედებდა და თავდაპირველად მოსახლეობის მკვეთრი ზრდის შეჩერების მიზნით შემოიღეს. თუმცა როგორც აღმოჩნდა, 1950-იანი წლებიდან მოსახლეობის ზრდის ტემპმა ნელ-ნელა იკლო, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი გასულ ათწლეულში დაფიქსირდა.

მიუხედავად ახალი წესისა, ჩინურ მედიაში ეჭვობენ, რომ შობადობის მაჩვენებლებს მხოლოდ ლიმიტის გაზრდა ვერ გააუმჯობესებს, რადგან ქვეყანაში ერთი შვილის გაზრდაც კი ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომ არაფერი ვთქვათ სამ შვილზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g