ჩინეთის სამხრეთში კატასტროფა განიცადა ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავმა, „ბოინგ 737“-მა. ამის შესახებ CNN ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, თვითმფრინავი, რომელშიც 133 მგზავრი იმყოფებოდა და შიდა რეისს ასრულებდა, სამხრეთ ჩინეთში, გუანქსის რეგიონის მთებში ჩამოვარდა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია.
სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე მიდიან. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.