LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში მიწისძვრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 175 კი – დაშავდა

50

ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 17 დასახლებულ პუნქტსა და ტურისტულ ზონებში 13 ადამიანი დაიღუპა, 175 კი დაშავდა.  დაშავებულთაგან 23 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

ამის შესახებ  ინფორმაციას ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სასტუმრო, რომელშიც ორიათასამდე ადამიანი იმყოფებოდა, ნაწილობრივ ჩამოიშალა. 500 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა.

6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ, ადგილობრივი დროით 21:19 საათზე მოხდა.  თუმცა, ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 7-ს შეადგენდა. მიწისძვრის შემდეგ ასზე მეტი აფთერშოკი დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g