ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების გამოფენა გაიმართა, რომელზეც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოდან ღვინის მწარმოებელი სამი საოჯახო მარანი მონაწილეობდა.
გამოფენის „RAW Wine” ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია, რის შედეგადაც ჩინეთი მყარად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია მილიონზე მეტი ლიტრი ქართული ღვინო, რაც 78%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.