ჩინეთში საპარტნიორო ფონდისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობა გაიხსნა.
როგორც ”ფორტუნას” ფონდიდან აცნობეს, ერთობლივი წარმომადგენლობა საპარტნიორო ფონდის დელეგაციის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს სავაჭრო-სამრწეველო პალატის ორგანიზებით, ქალაქ გუანგჩოუში „ერთი სარტყელი ერთი გზის“ თანამშრომლობის ცენტრში დაფუძნდა. ამასთან, საქართველოს ეკონომიკური და სოციალური გარემოს გაცნობის მიზნით, გაიმართა ფორუმი და შედგა ორმხრივი შეხვედრები ჩინეთის მსხვილ კომპანიებთან.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე, თავისუფალ ეკონომიკურ ზონებთან თანამშრომლობასა და ქართული პროდუქციის, განსაკუთრებით კი ღვინის ექსპორტის ხელშეწყობაზე ისაუბრეს. აქცენტი გაკეთა ტურიზმის სფეროში ერთობლივი პროექტებისა და სასტუმროების ქსელის განვითარების შესახებ.
საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს. დელეგაციას ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს.