LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში ტყე-ქალაქის მშენებლობა იწყება (ფოტოები)

96

ჩინეთის მთიან რაიონში, გუანსიში, დაახლოებით 30 ათასი ადამიანისთვის ქალაქს აშენებენ, რომელიც ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ადგილის წოდებასაც მალე მოიპოვებს:  საქმე იმაშია, რომ ყველა სახლი მასში ვერტიკალური ტყის პრინციპის გათვალისწინებით აშენდება. 175 ჰექტარზე საცხოვრებელი კვარტალები, ოფისები, სკოლები, საავადმყოფოები, სასტუმროები, რესტორნები და რკინიგზის სადგური აშენდება. თითოეული შენობა აღჭურვილი იქნება ჰაერის ფილტრაციისა და წყლის გაწმენდის საკუთარი სისტემით, ასევე მზის ბატარეებით.

რაც შეეხება ტრანსპორტს, ის ელექტრო ტიპის იქნება, ხოლო „გარე სამყაროს“ ქალაქი სწრაფი რკინიგზის საშუალებით დაუკავშირდება.

უკვე ცნობილია, რომ საერთო ჯამში ფასადებისთვის 40 000-მდე ხესა და 100-ზე მეტი სახეობის მილიონზე მეტ მცენარეს დარგავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები