LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინოვნიკების დანაშაულს სახელმწიფო ინსპექტორები გამოიძიებენ

93
shutterstock-415630492

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც ამიერიდან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის და ძალადობით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილ სამოხელეო დანაშაულს, მიუკერძოებლად გამოიძიებს. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია ავრცელებს თავის მთავარ გვერდზე. მათივე განმარტებით, ორგანიზაციის საქმიანობის მთავარი მიმართულება იქნება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების  და ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი.

1 ნოემბრიდან, საქმიანობის პირველ ეტაპზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოფისები თბილისსა და ქუთაისში ამოქმედდება. საგამოძიებო სამსახურის აღმოსავლეთ და დასავლეთ სამმართველოებში თავდაპირველად 16 გამომძიებელი დასაქმდება.

 

სამსახურში იფუნქციონირებს ასევე  ცხელი ხაზი  – 199, რომელიც 24 საათის განმავლობაში ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

პროკურატურამ 7 მაღალჩინოსანი, მათ შორის, ბათუმის ყოფილი მერი დააკავა

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა გავრცელდება შემდეგ დანაშაულებზე:

წამება; წამების მუქარა; დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ჩადენილი ძალადობით, იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადამეტება ჩადენილი ძალადობით, იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით; მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულება მისცეს განმარტება, ჩვენება ან დასკვნა; პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულება ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით, აგრეთვე მსჯავრდებულის იძულება მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით;  სხვა დანაშაული, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ან/და ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები