LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩინური Google” გამოუშვებს ავტომობილს, რომელიც რობოტის მსგავსი იქნება

47
baidunews

ჩინური ტექნოლოგიური კომპანია BAidu, რომელსაც ჩინურ Google–ს ეძახიან ხოლმე, 2023 წლისთვის „ჭკვიანი“ ელექტროქარის გამოშვებას გეგმავს. სიახლე – ეს იქნება მომავლის ავტომობილი, რომელიც მრავალი მაღალტექნოლოგიური სისტემის დამსახურებით რობოტის მსგავსი იქნება.

გამოცემა Insideevs–ის ინფორმაციით, Baidu–ს გეგმების განხორციელებაში კომპანია Jidu დაეხმარება და მათი პირველი მოდელი კონცეპტის სახით, პეკინში უკვე მომავალ წელს  გამოვა. გახმაურდა ასევე „ელექტროქარი – რობოტის“ დაახლოებითი ღირებულება – 200 ათასი იუანი ანუ 30 ათას დოლარზე ცოტა მეტი.

პროექტის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ მომავლის ავტომობილს, რომელიც მთელი რიგი ავტონომიური სისტემებით იქნება აღჭურვილი, ავტო–საგზაო შემთხვევების სამწუხარო სტატისტიკის შეცვლა შეუძლია, რადგან როგორც წესი, ავარიების უმრავლესობის მიზეზი – ადამიანური ფაქტორია. ყოველ წელს ავტო–საგზაო შემთხვევებს მსოფლიოში 1,35 მილიონი ადამიანი ეწირება.

აღსანიშნავია, რომ ივნისის შუა რიცხვებში Baidu–მ უპილოტო Aollo Moon წარადგინა, მოდელი რომელმაც 5G მიიღო. სიახლის მთავარი ღირსება იყო მისი წარმოების ფასი – რომელიც მხოლოდ 480 ათას იუანს შეადგენს, ანუ საშუალო დონის უპილოტო ავტომობილის ფასის მესამედს. მომავალ სამ წელიწადში კომპანია გეგმავს, რომ ჩინეთის დიდ ქალაქებში ტაქსის სერვისი დაიწყოს, რაც კომპანიის მენეჯერთა ჩანაფიქრით ჩვეულებრივ სამგზავრო ტრანსპროტზე ბევრად იაფი ალტერნატივა უნდა გახდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები