LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩინური ნაბეღლავი” გაუქმდა – დავა საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა

104

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრეწველობისა  და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის  (SAIC) სასაქონლო ნიშნების უწყების მიერ, ქართული მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე „ნაბეღლავი“ რეგისტრაციის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება მიიღეს.

ქართული მინერალური წყლის დასახელება ,,ნაბეღლავი“ ჩინეთში არაკეთილსინდისიერი განზრახვით რეგისტრირებული იყო ორი ჩინური კომპანიის სახელზე.

საქპატენტმა ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყების დავების განმხილველ უწყებაში შეიტანა საჩივრები ჩინური კომპანიების წინააღმდეგ და მოითხოვა აღნიშნული რეგისტრაციების გაუქმება: 2016 წელს საქპატენტმა  ,,ნაბეღლავის“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელზე რეგისტრაცია მოითხოვა.

ქართულ მხარესა და ჩინურ კომპანიებს შორის არსებული დავა ქართული მხარის სასარგებლოდ გადაწყდა. შესაბამისად, ,,ნაბეღლავის“ რეგისტრაციები გაუუქმდათ ორივე ჩინურ კომპანიას.

საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების ცნობით, ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა როგორც ჩინეთში, ისე  სხვა ქვეყნებში გავლენას მოახდენს საქართველოს სოფლის მეურნეობის  განვითარებაზე და ხელს შეუწყობს ქართული მინერალური წყლების ცნობილი დასახელებების უკანონო გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები