LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ნაბეღლავის” ახალ ქარხანაში გერმანული დანადგარები მონტაჟდება

1296

”ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანია ”წყალი მარგებელი” ავსტრიული ბრენდის ”რაუხის” წვენების წარმოებას იწყებს. ქარხანა, რომელიც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებს, უკვე აშენებულია და ამჟამად საწარმოო ხაზის მონტაჟი მიმდინარეობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, ქარხანაში გერმანიიდან ჩამოტანილი თანამედროვე და უმაღლესი ხარისხის მანქანა-დანადგარები მონტაჟდება. საწარმოს ექსპლუატაციაში შესვლის ვადად კი 2017 წლის პირველი ნახევარი განისაზღვრა.

”ნაბეღლავის” ახალი ქარხანა არსებულ პროდუქციასთან (ანუ მინერალური წყლები – ”ნაბეღლავი” და ”ბახმარო”) ერთად, ”რაუხის” ნატურალური წვენების წარმოებასაც უზრუნველყოფს. ავსტრიული ბრენდის ეს წვენები ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე უკვე შემოდის, თუმცა მცირე რაოდენობით. როგორც კომპანიაში განმარტეს, ახალი ქარხნის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ”რაუხის” იმპორტირებული წვენები ადგილობრივით სრულად ჩანაცვლდება.

კომპანია „წყალი მარგებელი“ 1997 წელს დაარსდა. გარდა ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისა, აქ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე 30-ამდე ქვეყანაში გადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები